Royal Paper დაფუძნდა 1996 წელს და მას შემდეგ აწარმოებს გოფრირებული მუყაოს ნაწარმს. როგორც კომპლექსური მწარმოებელი, მომხმარებელს ვთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდს, მრავალფეროვანი კონფიგურაციისა და დიზაინის გოფრირებული მუყაოს ყუთებს, მაღალი ხარისხის ნაბეჭდი პროდუქციის ფართო სპექტრს. თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, ვაწარმოოთ ნებისმიერ ხარისხსა და მოთხოვნაზე მორგებული გოფრირებული მუყაოს ყუთები. ჩვენი კომპანია ჩამოყალიბდა როგორც სანდო პარტნიორი, რაც განპირობებულია პროდუქციის ხარისხის მუდმივი ზრდით, საწარმოო პროცესის განვითარებითა და მომსახურების მაღალი სტანდარტით. ჩვენ ვაწარმოებთ „სერვისს“ და არა მხოლოდ „პროდუქტს“. სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგიის ძირითად არსს წარმოადგენს ბუნებისა და გარემოს დაცვის პროექტების განხორციელება. ჩვენი პრიორიტეტია თანამშრომლების მეტად ჩართულობა პროფესიულ საქმიანობაში, მათი განათლების დონის გაზრდითა და განვითარებით, აგრეთვე სიახლეების მუდმივი ძიება და მათი პრაქტიკაში გამოყენება.