Geo
Eng
უსაფრთხოება და ეკოლოგიური პოლიტიკა

Royal Paper ქმნის უსაფრთხო სამუშაო გარემოს და აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს შრომის ჰიგიენის, გარემოს მართვის სისტემებსა და საერთაშორისო სტანდარტებს,  რომელნიც მუდმივ განვითარებაზეა ფოკუსირებული.

  • საწარმოში უზრუნველყოფილია თითოეული თანამშრომლის თუ ვიზიტორის უსაფრთხოება.
  • ობიექტზე საფრთხის მინიმუმამდე დაყვანა ხორციელდება თითოეული თანამშრომლის ხელშეწყობით.
  • ჩვენ ვცდილობთ განვსაზღვროთ ყველა სახის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემო რისკები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას საწარმოო პროცესში და მოვახდინოთ მათი მინიმალიზაცია.
  • ჩვენ ხელს ვუწყობთ ბუნებრივი რესურსების დაცვას წარმოებაში მეორეული ქაღალდის მზარდი გამოყენების გზით.
  • ჩვენ ვიცავთ გარემოს ეკომეგობრული ნედლეულის, უსაფრთხო მასალების, ენერგო ეფექტური რესურსების გამოყენებითა და  ნარჩენების მართვის გზით.
  • ჩვენ ვაკმაყოფილებთ საერთაშორისო რეგულაციების ნებისმიერ მოთხოვნას, მივყვებით იმ ორგანიზაციების წესებს, რომელთა წევრებიც ვართ და ვამართლებთ მომხმარებელთა მოლოდინებს.

ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ სანიმუშო ორგანიზაცია და ბრენდი გოფრირებული მუყაოს წარმოების სექტორში, შრომის ჰიგიენის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პირობებში.